ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) და ორგანიზაცია „მაკ ჯორჯია“ (MAC Georgia), ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მეოთხედ აცხადებენ ერთობლივ საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამას სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის.
პროგრამის ძირითადი კრიტერიუმები და პირობები:
სამიზნე ჯგუფი: ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ სახელმწიფო(კერძო) უნივერსიტეტებში (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში).
სოციალური კრიტერიუმი: სტუდენტის ოჯახი უნდა იღებდეს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას (სარეიტინგო ქულა: 70 000 ან ნაკლები).
ფინანსური მხარდაჭერა: 4 000 ₾ წლიური დაფინანსება (სწავლის საფასურის დაფარვა ან 10 თვეზე გადანაწილებული ყოველთვიური სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯებისთვის) 3 ან 4 წლის განმავლობაში.
დამატებითი შესაძლებლობები: ანაზღაურებადი სტაჟირება AmCham-ის წევრ წამყვან კომპანიებში, პროფესიული ტრენინგები და პერსონალური მენტორობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი.
დეტალური ინფორმაცია, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და ჩამოსატვირთი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის აპლიკანტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალურ ქსელში: ფეისბუქ გვერდი.